დღევანდელი დღე საინტერესო იყო ჩემთვის.დღეს ვისწავლე, როგორ უნდა გამოვაქვეყნო ბლოგზე სასწავლო პროექტი, მასწავლებლებმა წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები და მოვახდინეთ შეფასებები.
უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო.
Tuesday, April 19, 2016
Thursday, April 14, 2016
მერვე დღის რეფლექსია
ვფიქრობ რომ მერვე დღე ძალიან საინტერესო იყო.შევქმენით გამოკითხვის კითხვარი და ვისწავლეთ ბლოზე გამოქვეყნება.დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა.ჩავინიშნეთ ბლოგის მისამართი, რათა მოსწავლეებს გავაცნოთ, რომ მიიღონ მონაწილეობა კითხვარის შევსებაში.
Tuesday, April 12, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვფიქრობ რომ მეშვიდე დღეს ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე.ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე,ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანი იმ შაბლონაბსა და ფორმებს, რომლებიც საჭიროა მასწავლებლისათვის. რათა დაეხმარონ მოსწავლეებს პროექტის მომზადებაში, შევქმენით მოსწავლეთა დასახმარებლად შაბლონი.. ვისწავლეთ და ვიმუშავეთ ბლოგზე სხვადასხვა შინაარსის გაჯეტების შექმნასა და განთავსებაზე.დავაყენეთ საათის გაჯეტი, მთვლელი გაჯეტი, ვისწავლეთ სურათების განთავსება გაჯეტებზე.
Thursday, April 7, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
ვფიქრობ რომ ტრენინგის მეექვსე დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, არა მარტო როგორც მასწავლებლისათვის. შემქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა, სადაც გავწერე შეფასების კრიტერიუმი. მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დასრულება და გამოქვეყნება.
Tuesday, April 5, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ვფიქრობ; რომ სხვა დღეებთან შედარებით არანაკლებ საინტერესო იყო მეხუთე დღე.განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდულები.ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ როგორ შეიძლება ვიმუშაოთ ისე, რომ არ დაირღვეს სხვათა საავტორო უფლებები. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის შექმნა.გავეცანი და ვისწავლე სურათების გადმოწერის ხერხი.
Subscribe to:
Posts (Atom)