Tuesday, April 19, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო ჩემთვის.დღეს ვისწავლე, როგორ უნდა გამოვაქვეყნო ბლოგზე სასწავლო პროექტი, მასწავლებლებმა წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები და მოვახდინეთ შეფასებები.
უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე

Thursday, April 14, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ მერვე დღე ძალიან საინტერესო იყო.შევქმენით გამოკითხვის კითხვარი და ვისწავლეთ ბლოზე გამოქვეყნება.დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა.ჩავინიშნეთ ბლოგის მისამართი, რათა მოსწავლეებს გავაცნოთ, რომ მიიღონ მონაწილეობა კითხვარის შევსებაში.

გამოკითხვა

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday, April 12, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ მეშვიდე დღეს ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე.ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე,ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანი იმ შაბლონაბსა და  ფორმებს, რომლებიც საჭიროა მასწავლებლისათვის. რათა დაეხმარონ მოსწავლეებს პროექტის მომზადებაში, შევქმენით მოსწავლეთა დასახმარებლად შაბლონი.. ვისწავლეთ და ვიმუშავეთ ბლოგზე სხვადასხვა შინაარსის  გაჯეტების შექმნასა და  განთავსებაზე.დავაყენეთ საათის გაჯეტი, მთვლელი გაჯეტი, ვისწავლეთ სურათების განთავსება გაჯეტებზე.

Thursday, April 7, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ ტრენინგის მეექვსე  დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, არა მარტო როგორც მასწავლებლისათვის. შემქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა, სადაც გავწერე შეფასების კრიტერიუმი.  მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დასრულება და გამოქვეყნება.