Thursday, March 31, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია და შეფასების მეთოდები. შევადგინეთ შეფასების გეგმა, რომელიშიც აღვწერეთ ის მეთოდები, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის სხვადასხვა ეტაპებზე.შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები.

Tuesday, March 29, 2016

მასამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო იყო ჩემთვის. დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა, ჩვენი იდეა შევუსაბამეთ ეროვნული სასწავლო გეგმას.პროექტში დასასმელი შეკითხვები იყოფა სამ კატაგორიად;ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. დასმული კითხვები შევადარე ბლუმის ტაქსონომიას და დავრწმუნდი რომ ეს კითხვები პასუხობს სტანდარტებს.მივიღე დავალება, პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ჩამოვწერო კითხვები; ერთი ზოგადი, ორი თემატური და სამი შინაარსობრივი, რათა დავეხმარო მოსწავლეებს კითხვების შერჩევაში.

Thursday, March 24, 2016

მეორე დღის რეფლექსია

   მე ვფიქრობ რომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე, პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია ინფორმაციული ხასიათის ბუკლეტის შექმნა და მოსწავლეებამდე ამ ინფორმაციის მიტანა. შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნის პროცესი და შევქმენით იგი,გავეცანი ვიდეო გააკვეთილებს, შევიმუშავეთ პროექტის იდეა.

Tuesday, March 22, 2016

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ჩემთვის ნაყოფიერია,აუცილებელი და საჭიროა ყოველი მასწავლებლისათვის ინტელის ტრენინგის გავლა, რათა შევძლოთ პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლების პროცესში.გავიხსენე ბლოგის შექმნის პროცედურა და სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტები.